ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

თბილისში „ტექნობანაკი საქართველო“ იხსნება
27 June 2016

თბილისი, 24 ივნისი, 2016. - 27 და 28 ივნისს აშშ-ის საელჩო და ამერიკული საბჭოები საქართველოს უნივერსიტეტში უმასპინძლებენ „ტექნობანაკ საქართველოს: 21-ე საუკუნის მედია სტრატეგიები“. ეს ორდღიანი სემინარი გააერთიანებს 60-მდე მონაწილეს და 15 ინსტრუქტორს, რომლებიც ერთად ჩამოაყალიბებენ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავების სტრატეგიებსა და გადაწყვეტის გზებს, რისთვისაც გამოიყებენ დაბალფასიან, მარტივად გამოსაყენებელ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს. მონაწილეები იქნებიან 6 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და სერბეთი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამათა ბიუროს მეშვეობით, ტექნობანაკის მხარდამჭერი და ორგანიზატორია მთელ მსოფლიოში. ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სამოქალაქო საზოგადოება 2.0 ინიციატივის ფარგლებში ეს პროგრამა 2010 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ იმართება აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში.
ტექნობანაკები გამოირჩევა მჭირდო თანამშრომლობითა და პრაქტიკული სამუშაო ღონისძიებებით, რომელთა ნაწილია ე.წ. „ბრეინსთორმინგის“ სესიები და დისკუსიები, რომლებსაც უძღვებიან ტექნოლოგიების სფეროს წამყვანი სპეციალისტები. ამ სესიების შედეგია იმ რეალური პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც მონაწილეები მუშაობის დროს აწყდებიან.

27 ივნისს 9:00 საათზე აშშ-ის საელჩო გახსნის პირველ ტექნობანაკს საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტში (მერაბ კოსტავას ქუჩა საბურთალოზე). მედია დაპატიჟებულია გახსნის ცერემონიაზე, რომელზეც აშშ-ის საელჩოდან ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და საელჩოს საზოგადოებივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი კორტნი ოსტრიანი მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ.

ქართულ პრესასთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნათია კალაძეს საქართველოს უნივერსიტეტიდან: 599-55-81-80

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი